საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩვენს ქვეყანასა და სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით 13,6 ათასი რეისი განხორციელდება. რეისების რაოდენობით პირველ სამეულში შედის ევროპის ქვეყნები (2 480 რეისი), სპარსეთის ყურის ქვეყნები (2 255 რეისი) და რუსეთი (1 761 რეისი).
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 1 946 881 ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის – 34%-ით.
კომენტარის დატოვება