USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
რისი იმედი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებისგანაც ბევრჯერ მოგვისმენია დაპირებები? მოვესწრებით თუ არა მათ შესრულებას? ვარკვევთ სტატიაში.
წინა მასალებში ჩვენ დავიწყეთ საპარლამენტო არჩევნების მონაწილეების ზოგიერთი წინასაარჩევნო პროგრამების განხილვა. ჩვენ უკვე მოგიყევით ორი პოლიტიკური ბლოკის – კოალიცია „ერთობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ გეგმების შესახებ. ამ სტატიების წაკითხვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი. დღევანდელ მასალაში ვისაუბრებთ არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი კოალიციის შესახებ. მან გააერთიანა პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“ და „დროა“.
„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“ და „დროა“
ბლოკის ლიდერებმა არ დაიწყეს არაფერი ახლის გამოგონება და თავიანთ პროექტში ძირითადი აქცენტი გააკეთეს „ქართული ქარტიის“ პუნქტების რეალიზაციაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა ინიცირებული. კურატორების მითითებებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა მიმართულებები, რომელსაც ოპოზიცია უნდა მიჰყვეს: ევროპული გზა, „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმება, ასევე რეფორმები, რომლებიც საშუალებას მისცემს დასავლეთს, გააკონტროლოს სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი სამთავრობო სფეროები.
არაფერი ახალი კოალიციის პროგრამამ არ თქვა ეკონომიკის შესახებაც. ისევე, როგორც დანარჩენი პარტნიორები, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ გვპირდება სწრაფ ზრდას, მაგრამ არ ხსნის, რის ხარჯზე მოხდება ეს უეცარი ნახტომი. როგორც ჩანს, კოალიცია იმედოვნებს, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება დასავლეთის მოჩვენებითი ინვესტიციები, რომლებსაც ოპოზიცია ჩვენს მაცხოვრებლებს კვლავ ჰპირდება.
ესე იგი პროგრამის ძირითადი ეკონომიკური ნაწილი დაფუძნებულია იმაზე, რაც ჯერ არ არის. და, თუ იქნება, არა ტყუილუბრალოდ. თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ევროკავშირი უბრალოდ აჩუქებს საქართველოს 14 მლრდ ევროს და არფერს მოითხოვს სანაცვლოდ? ნუთუ ასეთი მიამიტი ხალხი ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში? ასეთი დიდი თანხა რომც მოგვცენ, შემდგომში ჩვენ ამაზე მეტის მიცემა მოგვიწევს. უნდა ვიყოთ თუ არა ასე ძლიერ დამოკიდებულნი თუ სჯობს, ჩვენით გავუმკლავდეთ მეზობლებთან ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხარჯზე?
ცალკე ყურადღებას იმსახურებს განათლების სფეროს დაგეგმილი რეფორმირება. პარტიის ლიდერები გვთავაზობენ კერძო სასწავლო დაწესებულებებისთვის მეტი თავისუფლების მიცემას, ხოლო სახელმწიფოში – ღია ბაზრის სისტემის დანერგვას. ასეთი მიდგომა გამოიწვევს სისტემის დეგრადირებას: განათლების ხარისხი მკვეთრად გაუარესდება, ის გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, ხოლო ბაზარზე გამოჩნდება ევროპული და ამერიკული კერძო ინსტიტუტები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, შეუდგება არა პროფესიულ მომზადებას, არამედ გახდება ნეოლიბერალური ფასეულობების კერა.
წინასაარჩევნო პროგრამების დეტალური შესწავლა იძლევა მომავალ არჩევნებზე პარტიული მოთამაშეების ნამდვილი მიზნების დანახვის საშუალებას. ნებისმიერს ესმის, რომ კოალიციის წარმომადგენლების მიერ მოცემული დაპირებები შორსაა რეალობისგან. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ ჩვენი საერთო მომავალი.
კომენტარის დატოვება