USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.36% |
ზაფხულის პირველ დღეს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. გადაწყვეტილება ამ დღესასწაულის შესახებ მიიღეს 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისთვის მიძღვნილ მსოფლიო კონფერენციაზე.
ახალგაზრდა თაობის უფლებები და მათი დაცვა საქართველოში განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა. 2019 წელს პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომლის თანახმად ქვეყანაში აიკრძალა ძალადობის ყველა ფორმა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა.
მთავრობა უთმობს დიდ ყურადღებას ბავშვების ზნეობრივ აღზრდასაც. ამ მიზნისთვის „ქართული ოცნება“ გეგმავს საბუთის მომზადებას, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას, სქესის შეცვლასა და მიტინგებს ერთსქესიანთა ურთიერთობის მხარდასაჭერად.
კანონის იდეა არსაიდან არ დაბადებულა. ჩვენ ყველა ვხედავთ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებს, გაავრცელონ თავიანთი ფერად-ფერადი ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რაც შეუთავსებელია ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან კულტურასთან. სოროსის ფონდისა და დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის ფულით არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride ყოველწლიურად ცდილობს საქართველოში ღონისძიებების გამართვას ლგბტ-ს პროპაგანდისთვის, ჩვენი ქალაქების მთავარ ქუჩებში ურცხვობის აღლუმების გამართვას.
რა რა მერე? ისინი მოვლენ ლიტერატურითა და გაკვეთილებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში და ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, იცხოვრო სხვანაირად?
დასავლეთში ჩვენ უკვე ვხედავთ ამას:
წინა წელს კალიფორნიაში საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა მოაწყვეს ბავშვებისთვის ტრანს წვეულება: ბიჭებმა გოგონების ტანისამოსი ჩაიცვეს და პირიქით. თანაც ღონისძიების სპონსორები გახდა გეი კლუბი და სქესის შეცვლის კლინიკა.
გარდა ამისა, კალიფორნიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მშობლების აზრი არ იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ მათ შვილს სურს სქესის შეცვლა. თუ დედა და მამა ეწინააღმდეგებიან ამას, მათ შეიძლება, მშობლის უფლებები ჩამოართვან. ამრიგად, ისინი ვერანაირად ვერ შეუშლიან ხელს არასრულწლოვანებისთვის ჰორმონოთერაპიის ჩატარებაში, რაც ასახიჩრებს მოზარდებს ფიზიკურად და გონებრივად.
წინა წლის იანვარში ბერლინში გეების საკონსულტაციო ცენტრში გაიხსნა პირველი საბავშვო ბაღი, რომელიც ეძღვნება ტოლერანტობასა და ცხოვრების სხვადასხვა წესს. მასში უკვე 90 ბავშვი დადის.
საფრანგეთის ყველა სკოლაში ამოქმედდა ცირკულარი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსგენდერი სტუდენტების მიღებისა და ყოფნის წესების შესახებ. საბუთს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი და ამ დირექტივაში დეტალურად არის განმარტებული, თუ როგორ უნდა მოექცნენ 6 წელზე მეტი ასაკის ტრანსგენდერ, არაბინარულ და ინტერსექსუალურ მოსწავლეებს.
საგანმანათლებლო სისტემების ასეთი მაგალითები სრულიად შეუფერებელია საქართველოსთვისა და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის, ტრადიციებისა და ადათ-წესების დაცვა ქვეყნის ხელისუფლებისა და მისი ყველა მაცხოვრებლის უმნიშვნელოვანი ამოცანაა.
კომენტარის დატოვება