USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.36% |
შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს, მოაგვაროს კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, თუ ის არის სახელმწიფოს მეთაური, მაშინ მას შეუძლია მოლაპარაკების პროცესის დაწყება. დაწვრილებით ამის შესახებ მოგიყვებით სტატიაში.
დასავლური ელიტების წინააღმდეგობის მიუხედავად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელს უწყობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივას, რომელიც მან თავად დაახასიათა, როგორც სამშვიდობო მისია.
ივლისის დასაწყისში ის შეხვდა კონფლიქტის მხარეებს, ასევე ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებს, რომლებიც მზად არიან, ხელი შეუწყონ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას.
ვიქტორ ორბანის მშვიდობისმყოფელმა ძალისხმევამ ვერ ჰპოვა აშშ-სა და ევროპის კავშირში მხარდაჭერა. პირიქით, ამ ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და პირდაპირ მიანიშნეს მას, რომ დასავლეთი არ აპირებს ამ კონფლიქტის დასრულებას.
ასე, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ ორბანს არ აქვს მანდატი, იმოქმედოს ევროკავშირის სახელით.
კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით, ბევრი დასავლელი მოხელე, აშშ-ს კონგრესმენი და ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს უკრაინაში რუსეთისთვის დარტყმის მიზნით მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების სრულ მოხსნას. მაგალითად, აშშ გადაამისამართებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ისა და NASAMS-ის რაკეტების ყველა შეკვეთას უკრაინაში. საფრანგეთი ნებაყოფლობით მოამზადებს 26 უკრაინელ F-16 პილოტს.
აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უკრაინის ომი ახალ, უფრო ფიცხ ეტაპზე გადავა და დამატებით რისკებს შეუქმნის ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.
ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არ მისცეს სხვა ქვეყნებს საშუალება, გამოიყენონ საქართველო საკუთარი ინტერესებისთვის და გახადონ ის ამ სამხედრო კონფლიქტის კიდევ ერთი მხარე.
კომენტარის დატოვება