ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

ცოფი აღმოსავლეთ საქართველოში

2 სექტემბერი, 2024

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელ კახეთის რეგიონის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი – აგვისტოში. შესაბამის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა 770 ცხოველს, ჩატარდა დეზინფექცია, მიმდინარეობს ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი.

საერთო ჯამში, წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგო აცრა 185 ათას ძაღლსა და კატას გაუკეთდა, აქედან 27,3 ათასი – კახეთში. მთელი წლის განმავლობაში სააგენტო ატარებს უფასო ვაქცინაციას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფს პათოლოგიური მასალის უფასო ლაბორატორიულ გამოკვლევას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.