გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს ერთიან ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან 80%-მა (32 ათასზე მეტმა) წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 3 ათასზე მეტი ადამიანი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 10 ათასზე მეტი, პედაგოგების გამოცდაზე – 18,9 ათასზე მეტი.
2024 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი აბიტურიენტი. აქედან 6,5 ათასზე მეტმა მიიღო სახელმწიფო გრანტი (1 ათასზე მეტმა – 100%-იანი გრანტი, 1,4 ათასზე მეტმა – 70%-იანი, 4 ათასზე მეტმა – 50%-იანი). სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საუნივერსიტეტო პროგრამებზე 5 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა, 1,6 ათასი კი ქართული ენის სწავლების სახელმწიფო პროგრამით გააგრძელებს სწავლას.
კომენტარის დატოვება