საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გურიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ წელს საქართველოში თხილის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს დადებითად აისახება ფერმერების შემოსავლებზე, თუმცა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია თხილის განთავსების, შენახვისა და გაშრობის სათანადო პირობების შექმნა.
თხილის მოსავლის აღება ქვეყანაში 1 აგვისტოდან მიმდინარეობს, სეზონზე, დაახლოებით, 50 ათასი ტონა მაღალი ხარისხის პროდუქციის მოკრეფა იგეგმება. მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება კლიმატურ პირობებზე, დროულ მოსავალსა და გაშრობის სწორ ტექნიკაზე.
კომენტარის დატოვება