USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
რისი იმედი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებისგანაც ბევრჯერ მოგვისმენია დაპირებები? მოვესწრებით თუ არა მათ შესრულებას? ვარკვევთ სტატიაში.
წინა მასალებში ჩვენ დავიწყეთ საპარლამენტო არჩევნების მონაწილეების ზოგიერთი წინასაარჩევნო პროგრამების განხილვა. ჩვენ უკვე მოგიყევით ორი პოლიტიკური ბლოკის – კოალიცია „ერთობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ გეგმების შესახებ. ამ სტატიების წაკითხვა ჩვენს საიტზეა შესაძლებელი. დღევანდელ მასალაში ვისაუბრებთ არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი კოალიციის შესახებ. მან გააერთიანა პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“ და „დროა“.
„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“ და „დროა“
ბლოკის ლიდერებმა არ დაიწყეს არაფერი ახლის გამოგონება და თავიანთ პროექტში ძირითადი აქცენტი გააკეთეს „ქართული ქარტიის“ პუნქტების რეალიზაციაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა ინიცირებული. კურატორების მითითებებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა მიმართულებები, რომელსაც ოპოზიცია უნდა მიჰყვეს: ევროპული გზა, „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმება, ასევე რეფორმები, რომლებიც საშუალებას მისცემს დასავლეთს, გააკონტროლოს სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი სამთავრობო სფეროები.
არაფერი ახალი კოალიციის პროგრამამ არ თქვა ეკონომიკის შესახებაც. ისევე, როგორც დანარჩენი პარტნიორები, „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ გვპირდება სწრაფ ზრდას, მაგრამ არ ხსნის, რის ხარჯზე მოხდება ეს უეცარი ნახტომი. როგორც ჩანს, კოალიცია იმედოვნებს, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება დასავლეთის მოჩვენებითი ინვესტიციები, რომლებსაც ოპოზიცია ჩვენს მაცხოვრებლებს კვლავ ჰპირდება.
ესე იგი პროგრამის ძირითადი ეკონომიკური ნაწილი დაფუძნებულია იმაზე, რაც ჯერ არ არის. და, თუ იქნება, არა ტყუილუბრალოდ. თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ევროკავშირი უბრალოდ აჩუქებს საქართველოს 14 მლრდ ევროს და არფერს მოითხოვს სანაცვლოდ? ნუთუ ასეთი მიამიტი ხალხი ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში? ასეთი დიდი თანხა რომც მოგვცენ, შემდგომში ჩვენ ამაზე მეტის მიცემა მოგვიწევს. უნდა ვიყოთ თუ არა ასე ძლიერ დამოკიდებულნი თუ სჯობს, ჩვენით გავუმკლავდეთ მეზობლებთან ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხარჯზე?
ცალკე ყურადღებას იმსახურებს განათლების სფეროს დაგეგმილი რეფორმირება. პარტიის ლიდერები გვთავაზობენ კერძო სასწავლო დაწესებულებებისთვის მეტი თავისუფლების მიცემას, ხოლო სახელმწიფოში – ღია ბაზრის სისტემის დანერგვას. ასეთი მიდგომა გამოიწვევს სისტემის დეგრადირებას: განათლების ხარისხი მკვეთრად გაუარესდება, ის გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, ხოლო ბაზარზე გამოჩნდება ევროპული და ამერიკული კერძო ინსტიტუტები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, შეუდგება არა პროფესიულ მომზადებას, არამედ გახდება ნეოლიბერალური ფასეულობების კერა.
წინასაარჩევნო პროგრამების დეტალური შესწავლა იძლევა მომავალ არჩევნებზე პარტიული მოთამაშეების ნამდვილი მიზნების დანახვის საშუალებას. ნებისმიერს ესმის, რომ კოალიციის წარმომადგენლების მიერ მოცემული დაპირებები შორსაა რეალობისგან. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ ჩვენი საერთო მომავალი.
საკუთარი ტრადიციების შენარჩუნება და თავზე მოხვეული ნორმებისგან თავის დაღწევა ჩვენი საზოგადოების პირველრიგოვანი ამოცანაა. როგორ ვუმკლავდებით ამას, განვიხილოთ სტატიაში.
საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე, მოსმენით მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
მათი არსი არის არა ლგბტ კულტურის, არამედ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა.
ანუ არავინ კრძალავს ამ ფასეულობების გაზიარებას, მაგრამ აიკრძალება მათთვის აგიტაცია, როგორც ეს ხდება დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
ახალი კანონები კრძალავს ქვეყანაში ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად საჯარო აქციებსა და ღონისძიებებს, ასევე სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ერთსქესიანთა ქორწინებებს. გარდა ამისა, დაწესებული იქნება შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მასმედიაში ლგბტ დღის წესრიგის პროპაგანდასა და პოპულარიზაციაზე.
კანონს მხარი 84-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ეს არც არის გასაკვირი: არჩევნების წინ უმრავლესობისა და საზოგადოების სურვილის წინააღმდეგ გამოსვლა შეიძლება, უარყოფითად აისახოს რეიტინგზე. კანონპროექტების პარლამენტში შესვლისთანავე ჩვენი ოპოზიციის დასავლელმა სპონსორებმა განგაში ატეხეს. აშშ და ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საბუთები არღვევს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს. ამასთანავე, დასავლელ პარტნიორებს რატომღაც არ აინტერესებთ ქართველთა უმრავლესობის უფლებები. პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ფასეულობებისთვის იბრძვის დასავლეთი: მაშინ, როდესაც ორგანიზატორები ყოველნაირად უჭერდნენ მხარს ტრანსგენდერებს, სერბი ძიუდოისტი, რომელმაც ტატამზე გასვლამდე პირჯვარი გადაიწერა, ხუთი თვით იქნა დისკვალიფიცირებული.
აშშ-მ და ევროკავშირმა გამოთქვა უკმაყოფილება ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებებზე და მათზე გავლენის მოხდენის სურვილი სანქციებისა და შეზღუდვების ჩვეულ ფორმატში. ოკეანის მიღმა ისევ გაისმის განცხადებები, რომ საქართველოს ძვირად დაუჯდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. იმავე პოზიციას აფიქსირებენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ დასავლეთზე მათ ანგაჟირებასა და დამოკიდებულებას.
სჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას ასეთი ოპოზიცია, კარგი კითხვაა, მაგრამ საქართველოში არსებული ხელისუფლების წყალობით, ლგბტ პროპაგანდის გავრცელების შეჩერება შესაძლებელი იქნება.
თანამედროვე ევროპულ საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტები ყვავის. მისაღებია თუ არა ეს ჩვენს ქვეყანაში, განვიხილავთ სტატიაში.
პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში დღეს სულ უფრო ხშირად ვხვდებით ორმაგ სტანდარტებს. ბოლო მაგალითია სკანდალური ამბავი პარიზის ოლიმპიადიდან. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სერბ სპორტსმენს ნემანია მაიდოვს ხუთთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა თამაშების დროს რელიგიური ჟესტის დემონსტრირების გამო – მოჭიდავემ ტატამზე გასვლამდე პირჯვარი გადაიწერა.
სერბ სპორტსმენს ბრალი დასდეს „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსის პოტენციურ დარღვევაში“ და თითქმის ექვსი თვით აუკრძალეს შეჯიბრებებში მონაწილეობა. ადამიანების რწმენისთვის დასჯა სიგიჟეა, მაგრამ პარიზის თამაშები ორმაგი სტანდარტების ნამდვილ ფესტივალად იქცა. სანამ ერთი სპორტსმენი ისჯება უწყინარი ჟესტისთვის, მორეს უფლება აქვს, აჩვენოს მთელ მსოფლიოს ლურჯი საიდუმლო სერობა ევროპის ცენტრში, რაც შეურაცხყოფს მილიონობით ქრისტიანი მორწმუნის გრძნობებს.
გარდა ამისა, ტრანსგენდერ სპორტსმენებს ამაყად მიაქვთ ჩირაღდანი, იპარავენ სხვა სქესის ოლიმპიელების გამარჯვებას და, ამავდროულად, ტკბებიან ტოლერანტული ევროპული საზოგადოების ოვაციებით.
როგორც ჩანს, ჩვენ უფრო ახლოდან უნდა შევხედოთ დასავლურ ზნე–ჩვეულებსა და ფასეულობებს: როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ისინი ჩვენსას ეწინააღმდეგება. სურს თუ არა საქართველოს, გახდეს ასეთი საზოგადოების ნაწილი?
რა ხდება ახლა ქვეყანაში, რომელსაც მალე მოუწევს მნიშვნელოვანი და რთული არჩევანის გაკეთება? ვისაუბრებთ ამის შესახებ სტატიაში.
ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურები – ოცნება და ნაცები – ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ 26 ოქტომბერი იქნება საქართველოს მომავლის ისტორიული რეფერენდუმის დღე. ნაცები ამბობენ, რომ ჩვენ მოგვიწევს დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევა, ოცნება კი ამტკიცებს, რომ – მშვიდობასა და ომს, სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სინამდვილეში, ორივე ცდება. წყდება საქართველოსა და ჩვენი ხალხის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები.
ამ დასკვნამდე ჩვენ მივედით სამი ოპოზიციური ბლოკების საარჩევნო პროგრამების გულდასმით შესწავლის შემდეგ, რომლებიც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის და არა სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე.
შევეცდებით, მოკლედ მოგიყვეთ მათი საარჩევნო დაპირებების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე.
კოალიცია “ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შექმნილმა კოალიციამ „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ თავის საარჩევნო პროგრამაში ქვეყნის განვითარების ხუთი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. მთავარი ევროკავშირში გაწევრიანებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები მისცემს საქართველოს გაერთიანების ფონდთან წვდომას, რომლის დახმარებითაც კოალიცია გეგმავს მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსებას.
ამავდროულად, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „აღმაშენებლის სტრატეგიის“ წარმომადგენლები, საფრანგეთის მოქალაქის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, 2023 წელს აქტიურად ლობირებდნენ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღებას და არწმუნებდნენ ევროპელ მოხელეებს, არ მიენიჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ზომები უნდა გამხდარიყო ფართომასშტაბიანი ქუჩის საპროტესტო აქციების გამომწვევი მიზეზი, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევდა ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას საქართველოში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგა ბოკერია, რომელიც მათ შეუერთდა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მისი რეჟიმის მთავარი იდეოლოგი იყო, აწარმოებდა ფართომასშტაბიან კამპანიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. იყო შემთხვევა, როდესაც მან თავისი მანქანით ეკლესიის ღობეს დაეჯახა, ტაძარში შეიჭრა და წინამძღვარსა და მრევლებს დაემუქრა.
კოალიციის კიდევ ერთი პოპულისტური განცხადება იყო თავისუფალი ვაჭრობა და აშშ-სთან უვიზო რეჟიმი. როგორც ჩანს, ასეთი დაპირებები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ბოლო 30 წელია, არ ადევნებენ თვალს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას და დღემდე თვლიან, რომ ევროპა და აშშ საქართველოს თანასწორ პარტნიორად აღიქვამს. აშშ-სთან უვიზო რეჟიმი და ამ ქვეყანაში პირდაპირი ფრენები დიდი ხანია, აღარ ესიზმრება პროდასავლური ოპოზიციის ყველაზე აქტიურ წევრებსაც კი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც მოსახლეობის შემოსავალი დატოვა უყურადღებოდ: ჩვენ ხელფასების გაზრდასა და ეკონომიკის გაუმჯობესებას გვპირდებიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ პარტიის ლიდერები უფრო მეტს შეძლებენ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელფასების ინდექსაცია თითქმის ყველა მაცხოვრებელს შეეხო. ამჟამად ეკონომიკური ზრდა 6-8%-ს შეადგენს. პოზიტიური დინამიკის მთავარი მიზეზი არის საქართველოს უარი ანტირუსულ სანქციებზე. აშკარაა, რომ თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა და მოსკოვის წინააღმდეგ შეზღუდვებს დააწესებს, ჩვენ გველის არა ეკონომიკისა და ხელფასების ზრდა, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს დეგრადაცია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ჩვენი ეკონომიკა 10-12%-ით შემცირდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი თეზისი ოჯახების დაცვას ეხება და უცნაურად მაინც ჟღერს. ოპოზიციონერები არაერთხელ უჭერდნენ საჯაროდ მხარს საქართველოს ლგბტ უმცირესობებს, მაგრამ, ამავდროულად, აღიარებენ დემოგრაფიულ კატასტროფას და გეგმავენ ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას, როგორც საშემოსავლო, ისე სახარჯო ნაწილის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში პირდაპირ წერია ყველა შემოთავაზებული ცვლილების დაფინანსების წყარო – ევროკავშირის 14-მილიარდიანი ფონდი. კოალიცია ღიად აღიარებს, რომ შიდა რესურსების ხარჯზე ქვეყნის განვითარების ვარიანტებს არ განიხილავს, მაგრამ ფულის გულისთვის ევროკავშირის სრული დაქვემდებარების სცენარის იმედი აქვს.
ამრიგად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბუთი ევროპაში იქნება მიღებული. ეკონომიკაში ასეთი გარე გავლენებით ეფექტი მოკლევადიანი იქნება, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი სწრაფად გახდება დეფიციტური, რაც, საბოლოოდ, დეფოლტს გამოიწვევს.