“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომ თეთრიწყაროს შუა საუკუნეების აღდგენილი ხულუტის ციხე ქვემო ქართლის რეგიონში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მარშრუტების სიაში შევიდა. XVII საუკუნის 8-სართულიანი ნაგებობის სამწლიანი რეკონსტრუქცია წინა წელს დასრულდა.
თუმცა მაღალი პოპულარობა ზრდის მნახველთა მიერ ძეგლის დაზიანების რისკს. ამასთან დაკავშირებით „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სთხოვს ტურისტულ კომპანიებს, გიდებსა და თავად მნახველებს, გააკონტროლონ ციხეში მოძრაობა, განსაკუთრებით იმ სარდაფებში, სადაც ჯერ კიდევ შეუსწავლელი დოქები ინახება.
კომენტარის დატოვება