14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით მთელ ქვეყანაში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის ჩასატარებლად “საქსტატში” გახსნა 10 ათასზე მეტი ვაკანსია ინტერვიუერებისთვის. ინტერვიუერებს მოუწევთ თავიანთ რაიონებში მოსახლეობის აღწერის ჩატარება გარკვეული მეთოდით სპეციალურად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მქონე პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
პრეტენდენტებს მოეთხოვებათ სრული ზოგადი განათლების ქონა, ქართული ენის თავისუფლად ფლობა, ელექტრონული რუკის წაკითხვის, გაგებისა და ნავიგაციის უნარი, ასევე პლანშეტურ კომპიუტერთან მუშაობა. სხვა კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება და რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
კომენტარის დატოვება