მიმდინარე კვირას საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში ახალი საზღვაო სეზონი გახსნეს. ამ წელს სამაშველო ჯგუფი იწყებს მუშაობას განახლებული აღჭურვილობითა და თანამედროვე საცურაო საშუალებებით, მათ შორის, ჩქაროსნული კატერებით.
სეზონის ოფიციალური გახსნის დღეს ღონისძიების სტუმრებს წარუდგინეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომლებზეც ხშირად დამსვენებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული: წყლის სამაშველო საშუალებები, საავტომობილო ტექნიკა, საცურაო საშუალებები და ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.
კომენტარის დატოვება