საქართველოს შსს-ს ცნობით, გერმანიაში ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე წესრიგსა და უსაფრთხოებას ათი ქართველი პოლიციელი ადევნებს თვალ-ყურს. ისინი გადანაწილდებიან საერთაშორისო აეროპორტებსა და მატარებლის სადგურებზე, რათა დაეხმარონ გერმანელ პოლიციელებს ქართველ გულშემატკივრებთან ურთიერთობასა და წესრიგის დაცვაში.
გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზე იმოქმედებს პოლიციის თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრი სტადიონებისა და გულშემატკივრების თავშეყრის ადგილების დაცვისთვისა და უსაფრთხოებისთვის. მასში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს საქართველოს შსს-ს სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი და თბილისის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი.
კომენტარის დატოვება