თბილისის Expo Georgia-ს საგამოფენო კომპლექსში გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo 2024. მასზე შეიკრიბა, დაახლოებით, 120 მეღვინე და 100-მდე მევენახეობისთვის ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მომწოდებელი ადგილობრივი და უცხოური კომპანია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ექსპერტები, გამყიდველები, საერთაშორისო მასმედია და ღვინის მცოდნეები სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ტრადიციული ღვინის კონკურსი შვიდ კატეგორიაში, რომელიც შეაფასა საერთაშორისო ჟიურის 10 წევრმა, მათ შორის, ღვინის ოსტატებმა (MW კვალიფიკაცია), სომელიეებმა და ღვინის ჟურნალისტებმა მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
კომენტარის დატოვება