2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საქართველოში 848,9 ათასი პენსიონერი იღებს ხანდაზმულობის პენსიას, საიდანაც 246,2 ათასი მამაკაცი და 602,7 ათასი ქალია. პენსიონერების უმეტესი ნაწილი 75 წლამდე ასაკის მოქალაქეა, თუმცა 90 წელზე უფროს ასწლოვანთა შორის 12,1 ათასი ადამიანია: 2,9 ათასი მამაკაცი და 9,2 ათასი ქალი. ასწლოვანთა უმეტესობა თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ქალებს 60 წლიდან ენიჭებათ, ხოლო მამაკაცებს – 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან შეადგენს 315 და 415 ლარს ასაკის მიხედვით. ქვეყანაში პენსიები ყოველწლიურად გადაანგარიშდება: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის – ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
კომენტარის დატოვება