კოჯორში დაიწყო საზაფხულო პროექტის “არმიის ბანაკის” მეორე ნაკადი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9-11 კლასების მოსწავლეებისთვის. წელს მასში 2,3 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები უშუალოდ სამხედრო ბაზებზე სწავლობენ სამხედრო საქმეს, პირველადი დახმარების გაწევას, ტოპოგრაფიას, ნავიგაციასა და სხვა საგნებს.
“არმიის ბანაკის” პირველი ნაკადი გაიმართა 2023 წელს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის ჩამოყალიბებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და ქართული არმიის შესახებ ცოდნის მიღებას.
კომენტარის დატოვება