USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
რამდენიმე დღის წინ ყველასათვის კარგად ცნობილმა „მთავარმა არხმა“ გაავრცელა სენსაციური ამბავი იმის შესახებ, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობები მუშაობს დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. მეტიც, თბილისში, უკვე მიმდინარეობს მოსკოვის საელჩოში სამუშაოდ თანამშრომლების შერჩევის პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა უარყო ეს საეჭვო ამბავი, არის შეგრძნება, რომ ყოველ ხუმრობაში არის გარკვეული სიმართლე. არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი.
პირველი, ბევრი ჩვენგანი კვლავ გულწრფელად ენდობა „მთავარ არხს“ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს არხი საქართველოში არც თუ ისე სუფთა რეპუტაციის მქონე ადამიანმა – ნ. გვარამიამ – დააარსა, ხოლო მას დ. კეზერაშვილი აფინანსებს, რომელმაც თავისი ქოლ ცენტრების ქსელის მეშვეობით ევროპელი ბებია-ბაბუები თითქმის 100 მლნ ევროთი მოატყუა. ვისაც არ სჯერა, უყურეთ BBC-ის ფილმს! ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოების მოქალაქეების სახსრებით ფინანსდება.
მეორე, ამ სიუჟეტში მოყვანილი იყო, ერთი შეხედვით, ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ხსნის, რატომ არის ასეთი გადაწყვეტილება რეალური. კერძოდ, „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკა, რომელიც ხასიათდება დასავლეთის კრიტიკით, ანტირუსული სანქციების დაწესებაზე უარის თქმით და ეს ყველაფერი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე.
მესამე, ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლოს მოუღებს ჩვენს გეგმებს, გავხდეთ ევროპის ნაწილი. ჩვენ კი ვიცით, რომ ადამიანებს უფრო მეტად სჯერათ ნეგატივის, ვიდრე პოზიტივის.
მოდით, ერთად შევეცადოთ, გავერკვიოთ, რატომ გაუშვა მიზანმიმართულად „მთავარმა არხმა“ თავის ეთერში ეს გადაუმოწმებელი მასალა, რომელსაც თამამად შეგვიძლია, აბსოლუტური ფეიკი ვუწოდოთ.
დავიწყოთ იმით, რომ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არჩევნებამდე 4 თვით ადრე. ასეთი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე არ მიიღება ჩვენი საზოგადოების მიერ და ბიძგს მისცემს მძლავრი საპროტესტო კამპანიის დაწყებას, რომელიც გაანულებს მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შანსებს.
დასავლეთიც არ დარჩება უმოქმედოდ. აშშ და ევროპის კავშირი დაუყოვნებლივ შემოიღებს სანქციების მძლავრ პაკეტებს საქართველოსა და მთავრობის წევრების წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, მმართველი პარტია, რომელსაც უკვე აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ითვალისწინებს ყველა ამ რისკს.
ამრიგად, ამ მოვლენების განვითარების ალბათობა არ აღემატება 0%-ს.
აქედან გამომდინარე ჩნდება სხვა კითხვა: ნუთუ ამ მარტივ ჭეშმარიტებებს ვერ ხვდებიან ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტელეარხზე? ხვდებიან. მაშინ რისთვის დასჭირდათ ამ ფეიკის გავრცელება?
იმისათვის, რომ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტის წარუმატებლობის შემდეგ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ შემოღებული კანონპროექტების ფონზე საქართველოში კიდევ ერთხელ გაღვივდეს საპროტესტო განწყობები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.
დასავლეთს კატეგორიულად არ აწყობს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ახორციელებს სწორედ პროქართულ და არა პროდასავლურ პოლიტიკას და მთელი ძალით ცდილობს საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. ამიტომ მათ სურთ ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსების მოყვანა, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სარგებლობისთვის გადადგან ყველაზე უგუნური ნაბიჯები, მით უმეტეს, რომ ზოგიერთ მათგანს უკვე აქვს ასეთი გამოცდილება.
ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების მთავარი პირობა არის მისი საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა ევროპის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, რომლის კონცეფცია (ამაზე ყველა დასავლელი ლიდერი ღიად საუბრობს) არის რუსეთის სამხედრო დამარცხება.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არა მხოლოდ სანქციები უნდა დააწესოს მოსკოვის წინააღმდეგ, არამედ უნდა ჩაებას მასთან ღია სამხედრო კონფლიქტში, რომლის შედეგებიც საქართველოსთვის შეუქცევადი იქნება.
ამ მხრივ, აშშ და ევროპის კავშირი, რომლებსაც არ აქვთ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან, თავს დაცულად გრძნობს, რადგან უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით არ აქვს საერთო საზღვარი რუსეთთან.
ნამდვილად გვინდა თუ არა ევროინტეგრაციის ამ გზით სიარული, რის შედეგადაც ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას, მაგრამ ჩვენი ნაწილი იცხოვრებს დევნილად ევროპის კავშირში?
არის კიდევ ერთი გზა, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ჯერ არ არის მზად.
ის მოიცავს ამ კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, რუსეთთან მომგებიანი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და მასთან აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების განხილვას.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვა ვარიანტი არ არსებობს. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, ის მით უფრო მალე დასრულდება.
მაგრამ ამ თემაზე საუბრის დასაწყებად მართლაც საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა!
იქნებ „მთავარი არხი“ გვანიშნებს, რომ დროა?!
კომენტარის დატოვება