31 წლის თბილისელმა მალხაზ პარკაძემ მიიღო მედალი “სამოქალაქო თავდადებისთვის”, ჯილდო მას პირადად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. 27 ივნისს მამაკაცმა მარტო გადაარჩინა მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი, რომელმაც მიიღო თავის მძიმე დაზიანება და გამოცურვა არ შეეძლო. სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული შემთხვევის კადრები.
პარკაძის თქმით, ის და მისი მეგობრები მოძრაობდნენ მარჯვენა სანაპიროთი, როდესაც დაინახეს ადამიანი, რომელიც წყალში ჩავარდა. მათ მაშინვე დარეკეს 112-ში, მაგრამ დახმარების მოლოდინის დრო არ იყო, ამიტომ მალხაზი მდინარეში გადახტა. ორივ დინებამ წაიღო, მაგრამ ღვთის შემწეობით კაცმა შეძლო წყალწაღებულის გამოყვანა.
კომენტარის დატოვება