ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ფოლკლორული ფესტივალი Art-Geni დაიწყო. ცხრაწყაროს ამფითეატრის სცენაზე გამოვიდა ანსამბლი “ჩვენებურები”, ჯგუფები GAGA FRANI, Reggaeon და ადგილობრივი ფოლკლორული კოლექტივები. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები იმართება თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში. კულტურული ღონისძიებები 3 აგვისტომდე გაგრძელდება.
თბილისის ტურის ფარგლებში 19–21 და 26–28 ივლისს გაიმართება “ჩვენებურების”, GAGA FRANI-ის, ნინო ქათამაძის, Insight-ის, REGGAEON-ის, ანსამბლი “სუხიშვილის”, “33A”-ს, Tamada-ს კონცერტები, ასევე მუსიკოსების კონცერტები ჩეხეთიდან, სამხრეთი კორეიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან. რეგიონალურ ტურის ფარგლებში 3 აგვისტოს დმანისის რაიონის პანტიანის ტბაზე გამოვა Reggaeon და “შერეკილები”.
კომენტარის დატოვება