საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი გახდა. 4 მატჩის განმავლობაში მან მოიგერია 29 დარტყმა, მათგან 11 – ჩეხეთის ნაკრებთან 22 ივნისს გამართულ მატჩში, რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა. მამარდაშვილი შეხვედრების საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული და, ტურის შედეგებით, უეფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გარდა ამისა, ევრო-2024-ის საუკეთესო ბომბარდირად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დასახელდა, რომელსაც ეკუთვნის სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა. მან თავი გამოიჩინა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში – თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ. ამისთვის ფეხბურთელს “ოქროს ბუცი” გადასცეს.
კომენტარის დატოვება