ამ კვირას ჩვენი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ტარდება ტრადიციული ფესტივალი “მთის დღეები”. სტუმრებს ელით ვრცელი პროგრამა – ეროვნული კერძებისა და სასმელების დაგემოვნებით დაწყებული, მასტერკლასებით, კონცერტებით, შოუ პროგრამებითა და უნიკალური ხელნაკეთი ნივთების გამოფენითა და გაყიდვით დამთავრებული. ღონისძიებისთვის 3,8 მლნ ლარი გამოიყო.
ფესტივალი წელს კახეთში, რაჭაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, სვანეთსა და გურიის მთებში ტარდება. თითოეული რეგიონისთვის შემუშავებულია პროგრამა, რომელიც მოიცავს გასტრონომიულ და კულტურულ მოგზაურობას საქართველოს გარშემო.
ფესტივალი 20 ივლისს დასრულდება.
კომენტარის დატოვება