იტალიური “ნაპოლის” გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ აღიარეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ. წინა სეზონში ის ორჯერ დასახელდა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ. ფეხბურთელის დასამახსოვრებელ და საიმედო თამაშს აღნიშნავენ როგორც სპეციალისტები, ასევე ნეაპოლიტანური კლუბის გულშემატკივრები.
ყველაზე გამორჩეული კვარაცხელიასთვის იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი გახდა. სწორედ “ბოლონიასთან” თამაშში ხვიჩამ გააკეთა საგოლე პასი და გოლი თავად გაიტანა, რითიც გუნდს გამარჯვება უზრუნველყო.
კომენტარის დატოვება