ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა მის კვალს მიჰყვება და ჭიდაობაში სერიოზულ წარმატებებს აღწევს. იორდანიაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა 92 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ახალ ჩემპიონს!
ივნისში კონსტანტინე პეტრიაშვილმა სერბეთში ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 4 ბრძოლაში საერთო ანგარიშით 42:4. წინა წელს მან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კომენტარის დატოვება