ამაღელვებელი მოვლენები მოხდა დედაქალაქის კლინიკაში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლეს პირველი შვილი დამიანე შეეძინათ. ფეხბურთელმა თავისი სიხარული საავადმყოფოში მყოფ ყველა ახალგაზრდა მშობელს გაუზიარა და თითოეულ ახალშობილს აჩუქა ფეხბურთის ბურთი სამახსოვრო ხელმოწერითა და ავტოგრაფით.
ხვიჩასთვის მილოცვა გამოქვეყნდა იტალიური “ნაპოლის” ოფიციალურ გვერდზეც, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთელი თბილისში მეუღლის ნიცას მხარდასაჭერად ჩამოფრინდა, შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ სერია A-ს მეორე ტურის “ნაპოლისა” და “ბოლონიას” შორის მატჩში (3:0) საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
კომენტარის დატოვება