USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
რა ხდება ახლა ქვეყანაში, რომელსაც მალე მოუწევს მნიშვნელოვანი და რთული არჩევანის გაკეთება? ვისაუბრებთ ამის შესახებ სტატიაში.
ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურები – ოცნება და ნაცები – ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ 26 ოქტომბერი იქნება საქართველოს მომავლის ისტორიული რეფერენდუმის დღე. ნაცები ამბობენ, რომ ჩვენ მოგვიწევს დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევა, ოცნება კი ამტკიცებს, რომ – მშვიდობასა და ომს, სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სინამდვილეში, ორივე ცდება. წყდება საქართველოსა და ჩვენი ხალხის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები.
ამ დასკვნამდე ჩვენ მივედით სამი ოპოზიციური ბლოკების საარჩევნო პროგრამების გულდასმით შესწავლის შემდეგ, რომლებიც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის და არა სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე.
შევეცდებით, მოკლედ მოგიყვეთ მათი საარჩევნო დაპირებების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე.
კოალიცია “ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შექმნილმა კოალიციამ „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ თავის საარჩევნო პროგრამაში ქვეყნის განვითარების ხუთი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. მთავარი ევროკავშირში გაწევრიანებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები მისცემს საქართველოს გაერთიანების ფონდთან წვდომას, რომლის დახმარებითაც კოალიცია გეგმავს მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსებას.
ამავდროულად, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „აღმაშენებლის სტრატეგიის“ წარმომადგენლები, საფრანგეთის მოქალაქის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, 2023 წელს აქტიურად ლობირებდნენ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღებას და არწმუნებდნენ ევროპელ მოხელეებს, არ მიენიჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ზომები უნდა გამხდარიყო ფართომასშტაბიანი ქუჩის საპროტესტო აქციების გამომწვევი მიზეზი, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევდა ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას საქართველოში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგა ბოკერია, რომელიც მათ შეუერთდა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მისი რეჟიმის მთავარი იდეოლოგი იყო, აწარმოებდა ფართომასშტაბიან კამპანიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. იყო შემთხვევა, როდესაც მან თავისი მანქანით ეკლესიის ღობეს დაეჯახა, ტაძარში შეიჭრა და წინამძღვარსა და მრევლებს დაემუქრა.
კოალიციის კიდევ ერთი პოპულისტური განცხადება იყო თავისუფალი ვაჭრობა და აშშ-სთან უვიზო რეჟიმი. როგორც ჩანს, ასეთი დაპირებები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ბოლო 30 წელია, არ ადევნებენ თვალს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას და დღემდე თვლიან, რომ ევროპა და აშშ საქართველოს თანასწორ პარტნიორად აღიქვამს. აშშ-სთან უვიზო რეჟიმი და ამ ქვეყანაში პირდაპირი ფრენები დიდი ხანია, აღარ ესიზმრება პროდასავლური ოპოზიციის ყველაზე აქტიურ წევრებსაც კი.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც მოსახლეობის შემოსავალი დატოვა უყურადღებოდ: ჩვენ ხელფასების გაზრდასა და ეკონომიკის გაუმჯობესებას გვპირდებიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ პარტიის ლიდერები უფრო მეტს შეძლებენ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელფასების ინდექსაცია თითქმის ყველა მაცხოვრებელს შეეხო. ამჟამად ეკონომიკური ზრდა 6-8%-ს შეადგენს. პოზიტიური დინამიკის მთავარი მიზეზი არის საქართველოს უარი ანტირუსულ სანქციებზე. აშკარაა, რომ თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა და მოსკოვის წინააღმდეგ შეზღუდვებს დააწესებს, ჩვენ გველის არა ეკონომიკისა და ხელფასების ზრდა, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს დეგრადაცია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ჩვენი ეკონომიკა 10-12%-ით შემცირდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი თეზისი ოჯახების დაცვას ეხება და უცნაურად მაინც ჟღერს. ოპოზიციონერები არაერთხელ უჭერდნენ საჯაროდ მხარს საქართველოს ლგბტ უმცირესობებს, მაგრამ, ამავდროულად, აღიარებენ დემოგრაფიულ კატასტროფას და გეგმავენ ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას, როგორც საშემოსავლო, ისე სახარჯო ნაწილის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში პირდაპირ წერია ყველა შემოთავაზებული ცვლილების დაფინანსების წყარო – ევროკავშირის 14-მილიარდიანი ფონდი. კოალიცია ღიად აღიარებს, რომ შიდა რესურსების ხარჯზე ქვეყნის განვითარების ვარიანტებს არ განიხილავს, მაგრამ ფულის გულისთვის ევროკავშირის სრული დაქვემდებარების სცენარის იმედი აქვს.
ამრიგად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბუთი ევროპაში იქნება მიღებული. ეკონომიკაში ასეთი გარე გავლენებით ეფექტი მოკლევადიანი იქნება, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი სწრაფად გახდება დეფიციტური, რაც, საბოლოოდ, დეფოლტს გამოიწვევს.
კომენტარის დატოვება