ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 161,5-დან რეკორდულ 185,1 მლნ ევრომდე გაიზარდა. გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ რჩება ნაპოლის ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 80 მლნ ევროა. ყველაზე მეტად “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის ღირებულება გაიზარდა – 35-დან 45 მლნ ევრომდე, რამაც ის დიეგო კოშტასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ გახადა.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეულში ასევე მოხვდნენ გიორგი მიქაუტაძე (“მეცი”) – 20 მლნ ევრო, ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”) და ირაკლი აზაროვი (“შახტარი”) – 5 მლნ ევრო.
Transfermarkt-ის პლატფორმის მონაცემების თანახმად, 2000 წლიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება 30-55 მლნ ევროთი ფასდება.
კომენტარის დატოვება