USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.36% |
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში $156,7 მლნ-ს ღირებულების 54,5 მლნ ლიტრი ღვინო იქნა ექსპორტირებული. წინა წლის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებლები ნატურალური გამოხატვით 26%-ით, ხოლო ფულადი გამოხატვით 24%-ით გაიზარდა.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ 45 ქვეყანაში $132,8 მლნ-ს ღირებულების 23,4 მლნ ლიტრი ალკოჰოლური პროდუქცია გაიტანა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ითა და 59%-ით მეტია.
კომენტარის დატოვება