ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

კანონიერი ქურდების სტატისტიკა

1 ივნისი, 2024

გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2023 წელს “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაიწყო 82 ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი – 357 ადამიანის. წინა წელს საბრალდებო განაჩენი გამოტანილი იქნა 83 მოქალაქისთვის, მათგან 5 “კანონიერი ქურდია”, 28-ს – “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის, 28 ადამიანს – “ქურდული სამყაროს” მხარდაჭერისთვის, 22-ს – “კანონიერ ქურდთან” მიმართვისთვის.

საქართველოში ქურდული საზოგადოების წევრობა და “კანონიერი ქურდის” სტატუსის ქონა სისხლის სამართლის დანაშაულად 2005 წელს იქცა, ხოლო ქურდების დაპირისპირებაში ან ყრილობაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროსთვის დახმარების გაწევა და “კანონიერ ქურდთან” დახმარებისთვის მიმართვა – 2018-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.