ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

უცხოელი ტურისტების რაოდენობა იზრდება

3 აგვისტო, 2024

შსს-ს მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს 1,8 მლნ მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა, რაც წინა წელის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 3,5%-ით მეტია. აქედან 1,1 მლნ ადამიანმა ქვეყანაში ერთი დღე და მეტი გაატარა, 369 ათასმა – 24 საათამდე, ხოლო 265,2 ათასი ტრანზიტის მიზნით შემოვიდა. ჩამოსულთა უმეტესობა იყო 31-45 წლის მამაკაცები – თითქმის 424 ათასი.

ვიზიტების რაოდენობით საქართველოში ლიდერები რუსეთის (439,6 ათასი), თურქეთისა (417,3 ათასი) და სომხეთის (257,1 ათასი) მოქალაქეები გახდნენ. ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანაში შემოვიდა თურქეთთან საზღვარზე “სარფის” საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ (737,2 ათასი), შემდეგ მოდის თბილისის აეროპორტი (608,2 ათასი) და “ყაზბეგის” საკონტროლო-გამშვები პუნქტი რფ-სთან საზღვარზე (362,8 ათასი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.