მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) “2024 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსში” საქართველომ 45-ე ადგილი დაიკავა. 119 ქვეყნიდან საქართველომ მიიღო 7-დან 4,14 ქულა. 2019 წელს საქართველო იყო 68-ე ადგილზე, ხოლო 2022 წელს – 44-ე ადგილზე. ინდექსი აფასებს ტურიზმის განვითარებას 102 ინდიკატორისა და ხუთი კატეგორიის მაჩვენებლებით: ხელსაყრელი გარემო, ტურისტული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა, ტურისტული რესურსები და მდგრადობა.
საქართველომ მიიღო მაღალი ქულა ტურიზმის სექტორის უსაფრთხოებისთვის (6,17 7-დან) და დაბალი ქულა რესურსების ხელმისაწვდომობისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული პასიურ შემოსავალთან (1,56 7-დან). საქართველომ გაუსწრო სომხეთსა (72-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (56-ე ადგილი) მაშინ, როდესაც თურქეთი 29-ე ადგილს იკავებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დგება და აფასებს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, ეკონომიკურ განვითარებას, ტრანსპორტს, სასტუმროებს, სავიზო პოლიტიკასა და სხვა ასპექტებს.
კომენტარის დატოვება