გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი. პირველი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 3 ივლისს ჩატარდება, ერთიან ეროვნულ გამოცდებს კი 26 ივლისს დანიშნული ფიზიკის გამოცდა დაასრულებს. გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად წელს 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
საგამოცდო ცენტრები ბევრ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი: თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ასევე დაანონსებულია სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, რომელშიც მონაწილეობის მიღებას 3 ათასზე მეტი სტუდენტი აპირებს.
კომენტარის დატოვება