თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და სექტემბერში ეს მონაკვეთი უკვე გაიხსნება გადაადგილებისთვის. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის კვეთაზე მიმდინარეობს პანდუსების დაყენების სამუშაოები, რომლებიც აკავშირებს დედაქალაქის ორ დიდ უბანს – ვაკესა და საბურთალოს.
მუშებმა უკვე დაასრულეს საყრდენი კედლების მშენებლობა და ასფალტის ქვედა ფენილის დაგება. პროექტი ასევე მოიცავს ტროტუარებისა და გარე განათების კეთილმოწყობას, შუქნიშნების, შუქდიოდური ფანრების დაყენებასა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს.
კომენტარის დატოვება