საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილად დასახელდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სტუდენტური ქსელის UNIDAYS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, სამოგზაურო ადგილის არჩევისას 2024 წლის არდადეგების პერიოდში სტუდენტებს შორის თბილისმა დაიკავა პირველი ადგილი.
სტუდენტური მოგზაურობის ინდექსის განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო საცხოვრებლის ფასები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჯგუფური ღონისძიებები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა ფაქტორები.
კომენტარის დატოვება