USD | 2.73 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.36% |
ისტორიულად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა საკუთარი ფასეულობებისა და საფუძვლების სისტემა. ღირს თუ არა სხვა სახელმწიფოებისთვის მათი თავზე მოხვევა და საკუთარი ნების კარნახი, განვიხილოთ სტატიაში.
დღეს დასავლეთი აგრძელებს საქართველოზე ზეწოლას. მანიპულირების ახალი მიზეზი გახდა კანონპროექტების განხილვა, რომელიც იცავს ჩვენს საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდისგან.
„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ მოეწონა დასავლეთს. ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს ქალისა და მამაკაცის კავშირის გარდა ნებისმიერი ქორწინების რეგისტრაციის, ასევე ჰომოსექსუალური წყვილების მიერ არასრულწლოვანთა შვილად აყვანის აკრძალვას. კანონის მიღმა აღმოჩნდება სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციები. ასევე აიკრძალება ლგბტ იდეოლოგიის პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯარო შეხვედრები ან მანიფესტაციები.
ევროპელმა თანამდებობის პირებმა უკვე გაამახვილეს ყურადღება კანონპროექტებზე. ფინეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა სებასტიან ტიუნკუნენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო და ევროპის კავშირი სხვადასხვა გზებით მიდის. „კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ-ს ეხება, ასევე ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფასეულობებს“, – განაცხადა მან. თავის მხრივ, გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს „ქვეყნის მომავლის განადგურებისკენ მიმართული“ ინიციატივების წინ წაწევა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დამხმარემ ჯეიმს ო’ბრაიენმა აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს საქართველოს წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, მაგრამ იმედოვნებს, რომ თბილისი შეცვლის პოლიტიკურ კურსს.
კოლექტიური დასავლეთის წარმომადგენლებს არ აინტერესებთ ისიც, რომ ევროპული ფასეულობები უცხოა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის. ქართველების 80%-ზე მეტი მორწმუნეა, მათი უმეტესობა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარია. ამავდროულად, ჩვენი მოქალაქეების, დაახლოებით, 70% ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ურთიერთობის საჯარო დემონსტრაციებს და რეგულარულად მართავს საპროტესტო აქციებს ლგბტ სვლებსა და ფესტივლების წინააღმდეგ.
მაგრამ აშშ-სა და ევროპის კავშირის მიერ წამოყენებული ასეთი მკაცრი მოთხოვნების პირობებშიც კი საქართველო აგრძელებს საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განმტკიცებას, რომელიც არ არის დამოკიდებული მესამე ძალებზე. და ზოგიერთ ქვეყანას ეს არ მოსწონს. ასე, აღშფოთების ახალ მიზეზად გახდა ჩინეთთან ვაჭრობისა და პარტნიორობის განვითარება: ამერიკელები ეწინააღმდეგებიან ამ დაახლოებას. იმავე ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ტრიბუნიდან მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან ჩინეთთან ერთად შავ ზღვაში პორტის ერთობლივი მშენებლობის შეჩერება.
თავდაპირველად ანაკლიის პორტის პროექტი ამერიკული იყო, მაგრამ როლები შეიცვალა. ახლა აქციების 51% ეკუთვნის საქართველოს, ხოლო 49% – ჩინური და სინგაპურული კომპანიების ალიანსს. პროექტმა როგორც იქნა დაიწყო განხორციელება და ეს არ აწყობს აშშ-ს. შტატებს შეეძლო თავისი უკმაყოფილების ჩვეული გზით – რუსეთისგან დაცვით – ახსნა. მაგრამ ამ სიტუაციაში ეს მომიზეზება არ მუშაობს. ანაკლიის ორივე ვერსია (ამერიკული და ჩინური) უარყოფითად მოქმედებს რფ-ს პოზიციებზე რეგიონში. დასკვნა თავისთავად გამომდინარეობს: აშშ არ ზრუნავს საქართველოსა და რეგიონის ინტერესებზე, არამედ უბრალოდ ზეწოლას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე, როდესაც რაღაც არ მიდის მათი გეგმის მიხედვით და გამოდის კონტროლიდან.
კომენტარის დატოვება