USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში დასასრულს უახლოვდება. თუ რას ამბობენ მსოფლიოში ამ ექსტრავაგანტული სპორტული დღესასწაულის შესახებ, განვიხილოთ სტატიაში.
საფრანგეთის დედაქალაქში გამართული თამაშები გახსნის დღიდანვე სკანდალური გახდა. ცერემონიის მაყურებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ლეონარდო და ვინჩის შედევრის „საიდუმლო სერობის“ მიმბაძველმა სცენამ: პარიზში ლეგენდარული ფრესკის გმირებს ექსტრავაგანტულ სამოსში შემოსილი ტრანსგენდერი ადამიანები გამოსახავდნენ.
ეს სანახაობა დაგმო მრავალმა მორწმუნემ სხვადასხვა ქვეყნიდან. ოლიმპიადის ორგანიზატორები მკაცრად გააკრიტიკეს როგორც სახელმწიფოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ისე რელიგიურმა ლიდერებმა.
თამაშების გახსნის ცერემონიის გეი აღლუმად გადაქცევის წინაპირობები ჯერ კიდევ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის დროს გაჩნდა. წელს მას ესწრებოდა ტრანსვესტიტი არტურ რეინო – უფრო ცნობილი, როგორც Minima Gesté. ის ესტაფეტას პარიკით, კორსეტითა და 25-სანტიმეტრიანი ქუსლებით გაირბინა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღფრთოვანებული დარჩა ოლიმპიადის გახსნით. ცერემონიის შემდეგ მან პირადად მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს. „გილოცავთ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც თქვენ გააკეთეთ საფრანგეთისთვის. ბრავო! ბრავო!” – აღფრთოვანებული იყო მაკრონი.
ფრანგებისა და მთელი ევროპული საზოგადოების ტოლერანტობამ თამაშებზე მორიგი სკანდალი გამოიწვია. იტალიელი ანჯელა კარინისა და ალჟირელი იმან ხეიფის კრივის მატჩი, სადაც უკანასკნელს კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) ერთი წლის წინ დისკვალიფიკაცია მისცა მას შემდეგ, რაც მას მამაკაცის ქრომოსომა აღმოაჩნდა, მრავალ ქვეყანაში განიხილება. მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუშვა მას პარიზის ოლიმპიადაზე. შედეგად, 46-ე წამზე კარინიმ უარი თქვა ხელიფთან ბრძოლის გაგრძელებაზე: იტალიელმა ბრძოლას უსამართლო უწოდა. ალჟირელის ფიზიკური შესაძლებლობები აშკარად აღემატება მოკრივე ქალის შესაძლებლობებს.
ამით კითხვები ორგანიზატორებთან არ დასრულებულა. სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან იმედგაცრუებულნი არიან ოლიმპიურ სოფელში არსებული საცხოვრებელი პირობებით: მათ სასწრაფოდ სჭირდება გაუმჯობესება, ასე თვლიან, მაგალითად, გერმანიის საველე ჰოკეის ნაკრების წევრები.
სამხრეთი კორეის ცურვის ნაკრების ექვსმა წევრმა დატოვა ოლიმპიური სოფელი, რადგან ის ძალიან შორს იყო აუზთან, სადაც შეჯიბრებები ტარდებოდა. პარიზის თამაშების ორგანიზატორებმა იციან სპორტსმენების პრეტენზიების შესახებ ტრანსპორტისა და საკვების პრობლემებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ მათ აღმოსაფხვრელად. თუმცა ოლიმპიადის მთელი პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესება ვერავინ შენიშნა.
ამასთან ერთად მსოფლიო მასმედია იუწყება სპორტსმენების მასობრივ მოწამვლაზე. კანადის ნაკრების, დაახლოებით, 20 წევრი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებით ჩაწვა. ზოგიერთი ოლიმპიელი, რომელიც მდინარე სენაზე წყლის სპორტის შეჯიბრებებში მონაწილეობენ, ასევე იქნან ჰოსპიტალიზებულია ნაწლავის ჩხირით.
ჩნდება კითხვები სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებაც. პარიზში ოლიმპიადის პირველი დღეები ათლეტებს ყაჩაღობის სერიით დაამახსოვრდა. ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა ზიკო საფრანგეთში თავისი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობაში ჩავიდა და თითქმის მაშინვე თავს დაესხნენ: მძარცველებმა ტაქსიდან მისი ბარგი მოიპარეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ტიაგო ალმადამ ვარჯიშის დროს, დაახლოებით, €50 ათასის ღირებულების საათი და ბეჭედი დაკარგა. ღამით ავსტრალიის ველოსპორტის ნაკრები გაძარცვეს: თაღლითებმა ფურგონი გახსნეს ძვირადღირებული პროფესიონალური ველოსიპედებით სარგებლობის იმედით, მაგრამ იპოვეს მხოლოდ ეკიპირება. შედეგად, ისინი გაქრნენ, მაგრამ მიმოფანტეს ის, რისი გაყიდვაც შეუძლებელი იყო.
პარიზის თამაშებში მონაწილე ისრაელელი სპორტსმენების პირადი მონაცემები მოპარული იქნა და შემდეგ – გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში.
თუ ეს არის საზოგადოების განვითარების ზუსტად ის ევროპული დონე და მსოფლიო მოვლენების ორგანიზება, მაშინ ამის მიბაძვა ნამდვილად არ ღირს.
კომენტარის დატოვება