1 ივლისიდან საქართველოში მოქმედებს ცვლილებები დაკრედიტების სფეროში. ახლა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, დაუსაბუთებლად შეწყვიტონ საკრედიტო ხელშეკრულება დადებიდან 14 დღის განმავლობაში სასამართლოში მიმართვის გარეშე. 1 მლნ ლარამდე კრედიტის დაბრუნება შეიძლება ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციაში, იქნება ეს ბანკი თუ ლომბარდი. ამისათვის უნდა აცნობოთ ორგანიზაციას თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.
მსესხებლებს ეძლევათ 30 დღე, რათა დაფარონ გაწეული მომსახურების ხარჯები და გადაიხადონ ხელშეკრულების დადებიდან გასული დღეების პროცენტი, რის შემდეგაც ხელშეკრულება წყდება.
არ შეიძლება სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ ის უზრუნველყოფილია იპოთეკით, ფინანსური გირაოთი ან აქციებით.
კომენტარის დატოვება