ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

სწორი კანონი

23 სექტემბერი, 2024

საკუთარი ტრადიციების შენარჩუნება და თავზე მოხვეული ნორმებისგან თავის დაღწევა ჩვენი საზოგადოების პირველრიგოვანი ამოცანაა. როგორ ვუმკლავდებით ამას, განვიხილოთ სტატიაში.

საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე, მოსმენით მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

მათი არსი არის არა ლგბტ კულტურის, არამედ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა.

ანუ არავინ კრძალავს ამ ფასეულობების გაზიარებას, მაგრამ აიკრძალება მათთვის აგიტაცია, როგორც ეს ხდება დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

ახალი კანონები კრძალავს ქვეყანაში ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად საჯარო აქციებსა და ღონისძიებებს, ასევე სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ერთსქესიანთა ქორწინებებს. გარდა ამისა, დაწესებული იქნება შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მასმედიაში ლგბტ დღის წესრიგის პროპაგანდასა და პოპულარიზაციაზე.

კანონს მხარი 84-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ეს არც არის გასაკვირი: არჩევნების წინ უმრავლესობისა და საზოგადოების სურვილის წინააღმდეგ გამოსვლა შეიძლება, უარყოფითად აისახოს რეიტინგზე. კანონპროექტების პარლამენტში შესვლისთანავე ჩვენი ოპოზიციის დასავლელმა სპონსორებმა განგაში ატეხეს. აშშ და ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საბუთები არღვევს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს. ამასთანავე, დასავლელ პარტნიორებს რატომღაც არ აინტერესებთ ქართველთა უმრავლესობის უფლებები. პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ფასეულობებისთვის იბრძვის დასავლეთი: მაშინ, როდესაც ორგანიზატორები ყოველნაირად უჭერდნენ მხარს ტრანსგენდერებს, სერბი ძიუდოისტი, რომელმაც ტატამზე გასვლამდე პირჯვარი გადაიწერა, ხუთი თვით იქნა დისკვალიფიცირებული.

აშშ-მ და ევროკავშირმა გამოთქვა უკმაყოფილება ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებებზე და მათზე გავლენის მოხდენის სურვილი სანქციებისა და შეზღუდვების ჩვეულ ფორმატში. ოკეანის მიღმა ისევ გაისმის განცხადებები, რომ საქართველოს ძვირად დაუჯდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. იმავე პოზიციას აფიქსირებენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ დასავლეთზე მათ ანგაჟირებასა და დამოკიდებულებას.

სჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას ასეთი ოპოზიცია, კარგი კითხვაა, მაგრამ საქართველოში არსებული ხელისუფლების წყალობით, ლგბტ პროპაგანდის გავრცელების შეჩერება შესაძლებელი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.