კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემების თანახმად, საქართველოს ტელე და რადიომაუწყებლების რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის მეორე კვარტალში 17,9 მლნ ლარი შეადგინა. ამაში შედის კომერციული რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელევაჭრობა და კომერციულ განცხადებები.
ლიდერი გახდა ტელეკომპანია “იმედი” – მას 161-მა კომპანიამ 6 მლნ ლარის ღირებულების რეკლამა შეუკვეთა, რაც 2,2 მლნ ლარით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. მეორე ადგილზეა “რუსთავი 2” (156 კომპანია და 2,8 მლნ ლარი), მესამეზე – “მთავარი არხი” (68 კომპანია და 1,9 მლნ ლარი).
კომენტარის დატოვება