ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

სასაშიში არქეოლოგები მუშაობენ

29 აგვისტო, 2024

„ახალგაზრდა მისიმიანთა ლეგიონი“ პროფესორ ზვიად კვიციანის ხელმძღვანელობით კურორტ მუაშის სოფელ სასაში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ მიმდინარეობს ზღვის დონიდან 1 300 მ-ის სიმაღლეზე მდებარე შუა საუკუნეების მეგალითური ნაგებობის კვლევა. ეს ობიექტი ადრე უცნობი იყო.

საუბარია აქამდე უცნობ, დაახლოებით, ერთი მეტრი სიმაღლის ნაგებობაზე შემონახული საძირკვლით, რომელიც გასაწმენდი და შესასწავლია. დოკუმენტური წყაროები ამ ობიექტის შესახებ არ მოიძებნა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მას საკულტო ხასიათი ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.