საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაავალა თავდაცვის მინისტრს, მოემზადებინა პროგრამის შემდეგი ეტაპის გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების შეღავათიან ფასებში მშენებლობისა და გადაცემისათვის. ამისთვის თანხები ქვეყნის ბიუჯეტში 2025 წელს იქნება გათვალისწინებული. პროგრამას თავდაცვის სამინისტრო 2020 წლის შემოდგომიდან ახორციელებს.
თბილისში, მახათას მთაზე, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა სამხედრო ბანაკის მშენებლობა, რომელიც შედგება 39 შვიდსართულიანი საოფიცრო კორპუსისგან. დასრულებული პროგრამის ფარგლებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 1 092 ოჯახი მიიღებს. სამხედრო მოსამსახურეებს შეღავათიანი პირობებით ეძლევათ 50, 80 და 110 მ2 ბინები თეთრ კარკასში.
კომენტარის დატოვება