ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი იუწყება, რომ 2024 წელს საქართველოში შიდსით 2 263 ადამიანი გარდაიცვალა. ცენტრში აღრიცხვაზე აყვანილია 10 608 აივ-ინფიცირებული: 7 945 მამაკაცი და 2 663 ქალი. წელს გამოვლინდა აივ-ის 217 ახალი შემთხვევა. 6 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის, 42 ბავშვი, იღებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას.
აივ/შიდსის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დარეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, აფხაზეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, გურია და სამცხე-ჯავახეთი. აივ-ტესტირება საქართველოში კონფიდენციალური და უფასოა. აივ ვირუსი ანადგურებს იმუნური სისტემის უჯრედებს, რაც იწვევს შიდსს – ინფექციის ბოლო სტადიას. ამ პროცესს შეიძლება, 10-15 წელი დასჭირდეს, მაგრამ ანტირეტროვირუსული პრეპარატები ხელს უწყობს მის შენელებას.
კომენტარის დატოვება