“საქსტატის” კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 91,5%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, რაც 2,6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარასა (97,8%) და თბილისში (95,8%). ინტერნეტთან წვდომის მქონე შინამეურნეობების წილმა ქალაქებში 94,5%-ს და სოფლებში 87,5%-ს მიაღწია.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვს წელზე უფროსი ასაკის ქვეყნის მოქალაქეების 84,8%-მა. 15 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებელთა 94,8% შედიოდა ქსელში ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე, 4,4% – კვირაში ერთხელ მაინც, 0,7% – კვირაში ერთ ჯერზე ნაკლებად.
კომენტარის დატოვება