2025 წლის 1 მაისიდან საქართველოს საპენსიო სააგენტო სახელს საპენსიო ფონდში შეიცვლის. “დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოს ნაცვლად, ფონდის მართვას ერთიანი ორგანო – გამგეობის საბჭო განახორციელებს.
გამგეობის საბჭოში 9-დან 15 ადამიანამდე შევა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პროფესიონალები და პარლამენტის მიერ დანიშნული 1-2 თანამდებობის პირი. საბჭო დაკომპლექტდება 2025 წლის 1 მარტამდე, ხოლო მის თავმჯდომარეს აირჩევენ და მისი წესდება და სტრუქტურა დამტკიცდება 1 მაისამდე.
კომენტარის დატოვება