26 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვების საპატივცემულოდ “საქართველოს ფოსტამ” გამოუშვა საფოსტო მარკები “მე ვარ საქართველო”. ერთი მარკა ღირს 3 ლარი, სამი განსხვავებული მარკისგან შემდგარი ბლოკი – 9 ლარი. მათი შეძენა შესაძლებელია “საქართველოს ფოსტის” ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის 80 სერვისცენტრში, მარკების ტირაჟი 40 ათას ეგზემპლარს შეადგენს.
საფოსტო მარკების დიზაინის ავტორი გახდა ქართველი მხატვარი და დიზაინერი ბაადურ ქობლიანიძე.
ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, რომ საფოსტო მარკები ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ისინი ასახავს ქვეყნის კულტურულ, სპორტულ, სამეცნიერო მიღწევებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.
კომენტარის დატოვება