თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოაცხადა The Legend Series-ის პროექტის ფარგლებში მეორე მატჩის ჩატარების შეასხებ. ამჯერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვეტერანები “მილანის” ლეგენდებს შეხვდებიან. მატჩი გაიმართება 21 სექტემბერს კაკას, სერჯინიოს, რივალდოს, ზეედორფის, კაფუს მონაწილეობით. თუ ვინ ითამაშებს ჩვენი ქვეყანის გუნდში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პროექტის The Legend Series-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი “ინტერის” ლეგენდების წინააღმდეგ მიმდინარე წლის მარტში ბათუმში გაიმართა. მაშინ მაყურებლებმა შეძლეს შოთა არველაძის, კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, გიორგი ქინქლაძისა და თემურ ქეცბაიას დაპირისპირების ნახვა ლუიშ ფიგუსთან, ხავიერ ძანეტსა და მარკო მატერაცისთან.
კომენტარის დატოვება