საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში ავსტრიის ქალაქ გეინბერგში ვარჯიშობს. ჩემპიონატამდე ჩვენი ფეხბურთელები 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშებენ. ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და გუნდი მაღალ განწყობაზეა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს სამი მატჩის გამართვა მოუწევთ: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრებთან, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთთან და 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან.
კომენტარის დატოვება