საქართველომ 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის 29 ლიცენზია მიიღო სპორტის 10 სახეობაში. ჯამში ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 10 ათასზე მეტი სპორტსმენი 206 ქვეყნიდან, დაჯილდოვდება 329 კომპლექტი. დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენმა სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს – 10 ოქრო, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.
საქართველოს აქვს 4 ლიცენზია თავისუფალ ჭიდაობაში, 3 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 11 ძიუდოში, 3 ძალოსნობაში, 2 კრივში და თითო ლიცენზია ფარიკაობაში, ბატუტზე და პისტოლეტზე სროლაში. გარდა ამისა, ორმა მოცურავემ და ერთმა სპორტსმენმა მიიღო სპეციალური მოწვევა (Wild Card).
კომენტარის დატოვება