2023/24 სასწავლო წელს საქართველოში კერძო სკოლებში სწავლობდა 66,5 ათასი ბავშვი, რაც ქვეყნის სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 10,5%-ია. საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველო ამ მაჩვენებლით რეგიონში პირველ ადგილზეა. თურქეთში კერძო სკოლებში სწავლობს სკოლის მოსწავლეების 7,4%, აზერბაიჯანში – 5,2%, სომხეთში – 2,9%, რუსეთში – 0,9%.
კერძო სკოლების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში მდებარეობს – 111 დაწესებულება, ანუ თითქმის 19%, საიდანაც დიდი ნაწილი – 49 სკოლა – პრესტიჟულ ვაკე-საბურთალოს რაიონშია განთავსებული. ბათუმში – ყველა კერძო სკოლის 17,1%, ქუთაისში – 12,5%, რუსთავში – 5,3%, სხვა რეგიონებში – 3,8%.
კომენტარის დატოვება