ქართულმა კომპანიამ Black Sea Petrolium-მა მიიღო ხობის საკრებულოსგან ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 3 მილიონ ტონამდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების უფლება. გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს და 717 ადამიანს სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს.
აღნიშნულია, რომ ქარხნის საქმიანობა 2 ეტაპად განვითარდება. მეორე ეტაპზე წარმოება მაქსიმალურ დონეს მიაღწევს, თუმცა თავდაპირველად დაგეგმილია 1,2 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების – ლიგროინის (ნაფთას), დიზელისა და მაზუთის – წარმოება.
კომენტარის დატოვება