USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.98 | –0.02% |
სანქტ-პეტერბურგში გრძელდება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. წელს ღონისძიება იმართება ლოზუნგით „მრავალპოლარული სამყაროს საფუძველი – ახალი ზრდის წერტილების ფორმირება“.
ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელზეც პეტერბურგში ჩამოვიდა 45 ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეები ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური თემების განსახილველად.
ერთ-ერთ დისკუსიაზე კიდევ ერთხელ შეეხეს მოლაპარაკებების აუცილებლობას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შორის. მასზე სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების სიტუაციაში „ყველაფერის გადაწყვეტა შეიძლება“.
„სტამბოლის შეთანხმებები უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ აწყობდა მოსკოვსაც და კიევსაც, რადგან მას ორივე მხარემ მოაწერა ხელი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში კონფლიქტის ორივე მხარე ფაქტიურად მივიდა კონსენსუსამდე და ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმების პირობებს. მაგრამ დასავლეთის ჩარევის გამო, რომლის აზრზეც ასეა დამოკიდებული უკრაინა, ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ კონფლიქტი კიდევ ორი წლით გაიწელა.
შესაძლოა, ხელახალი მოლაპარაკებები სტამბოლში, რომლის შესახებაც ბოლო დროს დადის ჭორები, ნამდვილად შედგება. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად თითოეული მხარე იმოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე პირების სურვილებზე ყურადღების მიქცევის გარეშე. და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მხარეები ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მათ აწყობთ.
კომენტარის დატოვება