ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.740.00%
Таблица обменных курсов
EUR2.98–0.02%

ორმაგი სტანდარტები

2 ივლისი, 2024

რა შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება? განვიხილოთ სტატიაში.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ აშშ და ევროპის კავშირი ატარებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. აღნიშნული ტენდენცია მკაფიოდ ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქციის მაგალითზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე.

გთავაზობთ დასავლეთის რეაქციის შედარებას წელს საქართველოსა და კანადაში კანონების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებაზე.

15 აპრილიდან ივნისის დასაწყისამდე დასავლეთი მკვეთრად აკრიტიკებდა საქართველოს ამ კანონის მიღების გამო, ღიად უჭერდა მხარს აქციის მონაწილეებს, ადანაშაულებდა ჩვენს მთავრობას „პრორუსულ“ პოლიტიკაში და „რუსული“ კანონის წინ წაწევაში. 

ვაშინგტონმა შემოიღო სანქციები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის დიმიტრი სამხარაძისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ეს, დაახლოებით, 30 ადამიანს შეეხო.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სინდი დაიერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, თუ მას არ მოეწონება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის რეალიზაცია. არსებითად, ეს არის აშშ-ს მიერ იმის საჯარო აღიარება, რომ ის არ სცემს პატივს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და აძლევს საკუთარ თავს მათ საშინაო საქმეებში საკუთარი ინტერესების წინ წაწევისთვის უკანონოდ ჩარევის უფლებას.

ბრიუსელი თბილისს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით დაემუქრა. ევროპის კავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „განამარტონ თავიანთი განზრახვები და შეცვალონ მოქმედების მიმდინარე კურსი“. 

დასავლეთის აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია ჩვენ ვნახეთ კანადის მიმართ, რომელმაც 18 ივნისს მიიღო მსგავსი კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“.

ვაშინგტონმა და ბრიუსელმა არ გააკრიტიკა და არ მიიღო სანქციები კანადელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, არ დაადანაშაულა კანადის მთავრობა ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟში, საერთოდ არანაირი კომენტარი არ გააკეთა კანადის პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შესახებ და პატივისცემით მოეპყრო ამ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონის კანადური ვერსია გაცილებით მკაცრია, ვიდრე ამერიკული პირველწყარო FARA, და, მით უმეტეს, მისი ვერსია, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული.

ახლა აშშ და ევროპის კავშირი ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის მიღებას. კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება უნდა იქნას დაშვებული. მათ ლეგალიზაციას ფარულად უჭერს მხარს დასავლეთის მიერ ფინანსირებადი ქართული ოპოზიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით. მაგრამ პარტიის წარმომადგენლებს ეშინიათ ამის საჯაროდ თქმა: მათ უარი განაცხადეს პარლამენტში დებატებზე.

ყველა ეს გარემოება ნათლად აჩვენებს დასავლეთის ქვეყნების დამამცირებელ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ: არავინ გვიყურებს, როგორც თანასწორ პარტნიორებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.